07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
კიდევ ერთი ახალი ფილმი ტომ კრუზის მონაწილეობით - "მუმია" მსოფლიო კინოგაქირავებაში 9 ივნისიდან გამოვა

მსოფლიო კინოეკრანებზე ტომ კრუზის მონაწილეობით კიდევ ერთი ახალი ფილმი მუმია გამოდის.

პრემიერა ლონდონში პირველ ივნისს იგეგმებოდა, თუმცა მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო ის გადაიდო და პირველი ჩვენება გუშინ საღამოს ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც სტუმრების დასაცავად უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებდა.

ახალი სურათი 1932 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიკია. ტომ კრუზთან ერთად მთავარ როლებს რასელ ქროუ და სოფია ბოტელა ასრულებენ.

ეს არის ამ ჟანრის ფილმებიდან პირველი სურათი, სადაც მუმიის როლს ქალი ასრულებს. მუმია მსოფლიო კინოგაქირავებაში 9 ივნისიდან გამოვა.

დღის ამბები