07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
რუსეთის მიერ დემოკრატიის საფრთხეში ჩაგდება აღრ არის შეზღუდული საშინაო პოლიტიკით - Freedom House

Freedom House მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც რუსეთისა და ჩინეთის მაგალითზე თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას განიხილავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინის რუსეთმა გაახანგრძლივა ან შექმნა გაყინული კონფლიქტები სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ კრემლი მზადაა, დაპირისპირება გაამწვავოს, თუ ეს ამ ქვეყნებზე გავლენის მოპოვებაში დაეხმარება.

„რუსეთს აქვს სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე დნესტრისპირეთში. ეს ანკლავები ისევე, როგორც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, გაღატაკებული და ძლიერადაა შეიარაღებული. სავსეა ბანდიტებით და კორუფციით. რუსეთის მიერ დემოკრატიის საფრთხეში ჩაგდება აღრ არის შეზღუდული საშინაო პოლიტიკითა და მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიით. ყირიმის ანექსიის შემდგომ დემოკრატიული წყობა საფრთხის ქვეშაა,” - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

დღის ამბები