07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
თეირანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

თეირანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 42 დაშავებული ამ დრომდე საავდმყოფოში იმყოფება.

ირანის სპეცსამსახურის ცნობით, კონტრ-ტერორისტული ოპერაციის შედეგად თეირანში კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს გუშინდელი თავდასხმის სამიზნე პარლამენტის შენობა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმი იყო.

ეს ISIS-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული პირველი ტერაქტია.

დღის ამბები