07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
მიანმარის სანაპიროსთან დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს

მიანმარის სანაპიროსთან დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს. სამძებრო ოპერაცია, რომელშიც მიანმარის ფლოტი და საჰაერო ძალები იყო ჩართული, მთელის ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 122 მგზავრი ადგილზე დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა იყო.

სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. მგზავრების უმეტესობა სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

დღის ამბები