07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტების მორიგი გაშვება განახორციელა

ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტების მორიგი გაშვება განახორციელა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახლო რადიუსის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზიდან გაუშვეს. ჭურვებმა  იაპონიის ზღვის მიმართულებით 200 კილომეტრი გაიფრინა.

ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, გაეროს მიერ ერთი კვირის წინ დაწესებული დამატებითი სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის.

დღის ამბები