07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
აფეთქება კიევში აშშ-ის საელჩოსთან - მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა. კიევის პოლიციის ინფორმაციით, ბომბი აშშ-ს საელჩოს შენობასთან, ადგილობრივი დორით, 00:05 საათზე ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კიევის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ბომბი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დამონტაჟებული.

სამართალდამცველებმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს. 

დღის ამბები