07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური ბრალდება ტრამპის მიმართ - დემოკრატების აზრით, პრეზიდენტი იმპიჩმენტს იმსახურებს

შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი მას რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა.

ჯეიმს კომიმ ჩვენება სენატის დაზვერვის კომიტეტს წერილობით გაუგზავნა. ის დოკუმენტში წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისგან ერთგულებას და რუსეთის საკითხებზე გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა.

FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს ამავე თემაზე სენატორთა შეკითხვებს უპასუხებს, თუმცა, მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსულ გამოძიებაზე თეთრი სახლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ მათთვის ცნობილი არაფერია.

დემოკრატი კონგრესმენები კი დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და იმპიჩმენტს იმსახურებს.

დღის ამბები