07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ტარდება

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი პარტია გაუძღვება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.

ხმის მიცემის პროცესი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი ლონდონში, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებში კონსერვატორები და ქვეყნის მოქმედი პრემიერი, ტერეზა მეი, ლიდერობენ.

დღის ამბები