07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ჰერითიჯის და მარშალის ფონდების ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე იმსჯელეს

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრასა და ამ აგრესიის მიზეზებზე ისაუბრა ჰერითიჯის და მარშალის ფონდების ერთობლივ კონფერენციაზე ტეხასელმა კონგრესმენმა ტედ პომ, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

შეხვედრა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბრიჯით ბრინქმა.

კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს უსაფრთხოება და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. სიტყვით კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიმართა. 

"საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების დარგში. ამიტომაც ჩვენი მეგობრების დახმარებით აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. საქართველო მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში და პარტნიორობა აქვს საერთშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს მისი აგრესიული ქმედებებისა და საერთაშორისო კონონმდებლობის დარღვევის გამო. საქართველო შეერთებული შტატების პარტნიორია არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ საერთშორისო უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარების დარგშიც და ეს სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები