07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნატოს შტაბბინაში საქართველოს საელჩომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 26 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გამართა

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს საელჩომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 26 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გამართა.

ღონისძიებას ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მიწვეული იყვნენ ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატები.

„ჩვენ ვამაყობთ საქართველოს მიერ ნატოსთან თანამშრომლობის საკითხში მიღწეული პროგრესით. ალიანსის გაფართოება ისეთი პატრა ქვეყნის მიღებითაც კი, როგორიც მონტენეგროა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კვლავ ძალაშია.

"ამან კიდევ უფრო უნდა უბიძგოს საქართველოს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რადგან ამ გზას ის ნატოს წევრობისკენ მიჰყავს. ნატოს გაფართოება დადებითი მოვლენაა, რადგან ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობისთვის, პრობლემების განხილვისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის ყოველთვის მზადაა,“ - ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პეტრ პაველიმ.

დღის ამბები