07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტში "კონსერვატორებმა" უმრავლესობა დაკარგეს

ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა უმრავლესობა დაკარგეს. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ტორების პარტიამ მიიღო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში 13 მანდატი დაკარგა.

მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია, რომელმაც 42% მოაგროვა და პარლამენტში 30 ადგილით მეტს დაიკავებს.

პარტიის ლიდერმა უკვე მოუწოდა ტერეზა მეის გადადგომისკენ. თუმცა, მოქმედი პრემიერი პოსტის დატოვებას არ აპირებს. ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მეიმ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანას დღეს სტაბილურობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

დღის ამბები