07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ტრამპი მზად არის, საკუთარი სიმართლე ფიცით დაამტკიცოს

დონალდ ტრამპი მზად არის, რუსეთთან კავშირების გამოძიების საქმეზე და ჯეიმს კომისთან ურთიერთობებზე ფიცის ქვეშ ილაპარაკოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული FBI-ის ყოფილი ხელძღვანელი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სიცრუეში და აღნიშნა, რომ სენატის სადაზვერვო კომიტეტში საჯარო ჩვენების მიცემის დროს "კომიმ ბევრი ტყუილი თქვა".

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯეიმს კომისთვის არასდროს უთხოვია ლოიალობა და რუსული კავშირების შესახებ გამოძიების შეწყვეტა.

საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად პრეზიდენტი მზად არის, კონსტიტუციის მეხუთე შესწორებაც გამოიყენოს, საჭიროების შემთხვევაში ფიცი დადოს და ამ თემაზე არსებულ ყველა შეკითრხვას უპასუხოს.

დღის ამბები