07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
ევროპელი ლიდერები ტერეზა მეის ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებენ
ევროპელი ლიდერები ტერეზა მეის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებენ.
 
გეგმის თანახმად, ევროკავშირის წესდების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკება 19 ივნისს უნდა დაიწყოს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ პროცესის დაწყებისთვის მზად არიან და იმედს გამოთქვამენ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დარჩენილ 10-დღიან ვადაში მთავრობის ფორმირების პროცესის დასრულებას შეძლებს. 
დღის ამბები