07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
თურქეთი ყატარში სამხედრო დანაყოფებს აგზავნის

თურქეთი ყატარში სამხედრო დანაყოფებს აგზავნის. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ყატარში არსებულ ბაზაზე თურქეთის არმიის განლაგებასა და ყატარის ჟანდარმერიისთვის წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.

თურქეთის პრეზიდენმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ყატარის მხარდასაჭერად მიიღო.

თურქეთის ლიდერმა ის 8 მუსლიმური ქვეყანაც გაკრიტიკა, რომლებმაც ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, ყატართან ურთიერთობა გაწყვიტა და მათ ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა.

ბლოკადის შემსუბიქებისკენ ყატარის მეზობელ ქვეყნებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმაც მოუწოდა.

დღის ამბები