07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ირანელმა სამართალდამცველებმა ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 41 ადამიანი დააკავეს

ირანელმა სამართალდამცველებმა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 41 ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სააგენტოების ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ე.წ. შაჰიდის ქამრები.

მასშტაბური ოპერაცია 7 ივნისის ტერაქტების შემდეგ დაიგეგმა. ბოლო მონაცემებით, პარლამეტსა და ტაძარში მომხდარი თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში 50-ზე მეტ დაშავებულს მკურნალობენ.

ეს იყო პირველი ტერაქტები ირანის ტერიტორიაზე, რომელზე პასუხისმგებლობაც ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები