07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება. ტერეზა მეის პრესცენტრში აცხადებენ, რომ საკვანძო სამინისტროების ხელმძღვანელები პოსტებს შეინარჩუნებენ.

უკვე ცნობილია, რომ თანამდებობაზე რჩებიან თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ემბერ რადი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი.

ასევე თანამდებობას ინარჩუნებს მინისტრი ბრექსიტის საკითხებში. დევიდ დევისმა და ფილიპ ჰემინდმა უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ ევროკავშირიდან გასვლაზე მუშაობას აგრძელებენ და პროცესს ქვეყნისთვის ხელსაყრელი პირობებით დაასრულებენ.

ბრექსიტის პროცედურის დაწყებაზე მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის 19 ივნისს უნდა დაიწყოს.

დღის ამბები