07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ფილიპინებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ ოპერაციაში ამერიკული სპეცრაზმი ჩაერთო

ამერიკული სპეცრაზმი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციაში ჩაერთო, რომელიც ფილიპინებში მიმდინარეობს. ფილიპინების არმია, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ტერორისტებისგან ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარავის გათავისუფლებას ცდილობს.

ქალაქი უკვე რამდენიმე კვირაა, ISIS-ის ლოკალური დაჯგუფების - მაუტას კონტროლის ქვეშაა. ქვეყნის არმიამ ის ალყაში რამდენიმე დღის წინ მოაქცია და 120-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურა.

სამართალდამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდანაც დაღუპულთა რიცხვი 80-ს აღწევს. სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ქალაქში 100-ზე მეტი მებრძოლია ბლოკირებული. მათ დასახმარებლად ფილიპინების ხელისუფლებამ დახმარება შეერთებულ შტატებს სთხოვა.

დღის ამბები