07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
ბრიტანელი მინისტრები ბორის ჯონსონს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას სთხოვენ

ბრიტანელი მინისტრები ბორის ჯონსონს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას სთხოვენ. მედიის ინფორმაციით, საგარეო უწყების ხელმძღვანელს 5-მა წამყვანმა მინისტრმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართა. მათ ჯონსონს მოქმედი პრემიერის, ტერეზა მეის, საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება და მისი ადგილის დაკავება მოსთხოვეს.

ბორის ჯონსონმა ეს ინიციატივა Twitter-ით უარყო და კოლეგებს მიუთითა, რომ ტერეზა მეის უჭერს მხარს. კონსერვატორების უმრავლესობა ტერეზა მეის პარტიის პოზიციების დასუსტებაში ადანაშაულებს. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ არჩევნები მოიგო, თუმცა უმრავლესობა დაკარგა.

ტერეზა მეი კოალიციური მთავრობის ფორმირებას ჩრდილო ირლანდიის მოკავშირეთა პარტიასთან ერთად აპირებს. ამ გეგმას კონსერვატორების ნაწილის, ოპოზიციისა და მათი მომხრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დღის ამბები