07 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
აშშ-ის გენერალური პროკურორი მზად არის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საქმეზე საჯარო ჩვენება მისცეს

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი მზად არის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საქმეზე საჯარო ჩვენება მისცეს. ჯეფ სეშენსი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე 13 ივნისს წარდგება.

წერილში, რომელიც სეშენსმა სენატს გადაუგზავნა, აღნიშნულია, რომ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის გადაწყვეტილება FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის საჯარო ჩვენების შემდეგ მიიღო. CNN-ის ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვაშინგტონში რუსეთის ელჩსა და ჯეფ სეშენსს შორის შეხვედრა შედგა.

სენატის დაზვერვის კომიტეტი და ფედერალური საგამოძიებო ბიურო ცდილობენ დაადგინონ ნამდვილად შედგა თუ არა ეს შეხვედრა და დასტურის შემთხვევაში, გენერალური პროკურორისგან მისი შინაარსის გაჟღერებას მოითხოვენ.

დღის ამბები