07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია მოსკოვის ოლქში - ძალოვანებმა სოფელ კრატოვოს მაცხოვრებელი მოკლეს

მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა გვიან ღამით მოსკოვის ოლქში. ძალოვანებმა სოფელ კრატოვოს მაცხოვრებელი მოკლეს, რომელმაც გუშინ საღამოს გამვლელებს გაუხსნა ცეცხლი, 4 ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ადგილზე მისულმა ძალოვანებმა მსროლელის სახლი ალყაში მიაქციეს და მას იარაღის დაყრა მოსთხოვეს, თუმცა მამაკაცმა ძალოვანებსაც ესროლა. შტურმის დაწყებისთანავე კი ეჭვმიტანილმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და ტყეში მიაკვლიეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა მსროლელი. დაშავდა ეროვნული გვარდიის 4 წარმომადგენელი. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა, თუმცა მისი მოტივი ძალოვანებისთვის ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები