07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
რუსეთში ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქციები იმართება

რუსეთში დღეს ოპოზიცის ორგანიზებით საპროტესტო აქციები იმართება. მიტინგები უკვე დაიწყო შორეულ აღმოსავლეთში, სადაც 10 ადამიანია დაკავებული. რამდენიმე საათში მსვლელობა დაიწყება დედაქალაქშიც.

თავდაპირველად აქცია სახაროვის მოედანზე იგეგმებოდა, თუმცა, ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მსვლელობის მოწყობას მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე გეგმავენ.

ხელისუფლება ოპოზიციის ამ ნაბიჯს პროვოკაციად და კანონის დარღვევად აფასებს. დღევანდელი აქციები ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული და მისი მთავარი ორგანიზატორი ალექსეი ნავალნია.

დღის ამბები