07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ტერეზა მეი ახალ კაბინეტთან ერთად მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ახალ კაბინეტთან ერთად მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება. ტერეზა მეის მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ გაუტარებია. მინისტრების დიდი ნაწილი ძველ პოსტებზე რჩება.

კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია - ლაიამ ფოქსი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უხელმძღვანელებს და დემიან გრინი.

საპარლამენტო არჩევნები წელს კონსერვატორებისთვის წარუმატებელი შედეგით დასრულდა. მათ 8 მანდატი დაკარგეს, თუმცა ირლანდიურ პარტიასთან გაერთიანდნენ და თემთა პალატაში კვლავ უმრავლესობა შექმნეს.

დღის ამბები