07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
პუერტო რიკოს მოსახლეობას შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა სურს

პუერტო რიკოს მოსახლეობას შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა სურს. ამ საკითხს რეფერენდუმზე მხარი ამომრჩევლის 97-მა პროცენტმა დაუჭირა, თუმცა აქტივობა მხოლოდ 23% იყო.

შედეგების თანახმად, პუერტო რიკოს მოსახლეობა შეერთებული შტატების კონგრესს სთხოვს, კუნძული ამერიკის 51-ე შტატად გამოაცხადოს.

ამ ეტაპზე პუერტო რიკო შეერთებულ შტატებთან ასოცირებული სახელმწიფოა. ქვეყანამ საგარეო ვალის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში დეფოლტი უკვე ორჯერ გამოაცხადა.

დღის ამბები