17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაითს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაითს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა NDI-ის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. პრეზიდენტმა სტუმრებს საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა მადლენ ოლბრაითმაც. 

„მე ამაყი ვარ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული სამუშაოს შედგებით. როდესაც გვეკითხებიან, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვეხმარებით და ვეცნობით სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებას, ჩვენ ყოველთვის საქართველოს მაგალითი მოგვყავს, როგორც წარმატებული ქვეყნის, რომელმაც განვითარების მრავალი ეტაპი განვლო. ჩვენ ასევე მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს ღიად ვესაუბროთ იმ სირთულეებზე, რაც დემოკრატიის მშენებლობას ახლავს თან. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი და კანონის უზენაესობა, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი, კონსტიტუციის რეფორმირება. საქართველოს მხარდაჭერა ავღანეთში და ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართ ზოგადი მიდგომა მეგობრობის დადასტურება და ნამდვილი პარტნიორობის მაგალითია,“ - განაცხადა მადლენ ოლბრაითიმ.

დღის ამბები