07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებისგან აქციისას დაკავებულთა დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებისგან მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს. გაერთიანების ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

ევროკავშირი მოსკოვისგან კონსტიტუციის დაცვას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. რუსეთში მასიურ დაკავებებს ეხმიანება ოფიციალურ ვაშინგტონიც. თეთრი სახლის პრეს მდივნის განცხადებით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეეების დაკავება, დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი აქციის დროს სულ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის კი, სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები