07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ამერიკელი რეპერი შონ კომბსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავად დასახელდა

ამერიკელი რეპერი შონ კომბსი, რომელსაც საზოგადოება დიდის და ფაფ დედის ფსევდონიმებით იცნობს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავად დასახელდა. სპორტისა და შოუბიზნესის მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების ახალი რეიტინგი ამერიკულმა ჟურნალმა Forbs-მა გამოაქვეყნა.

Forbs-ის კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეპერის შემოსავალმა 130 მილიონი დოლარი შეადგინა. 105 მილიონი დოლარით, მეორე პოზიციაზე ბეიონსე აღმოჩნდა. პირველ სამეულშია ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგიც, რომელმაც ერთ წელიწადში 95 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

94 მილიონი დოლარით მეოთხე ადგილზეა კანადელი მომღერალი დრეიკი, ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კი, 93 მილიონი დოლარით მეხუთე პოზიციაზეა.

დღის ამბები