17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსია - გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის შედეგები

საერთაშორისო პარტნიორები ქართულ პოლიტიკურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალების მეტი ჩართულობისა და მეტი ქალი კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებენ.

გაეროს განვითარების პროგრამამ კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსია.

პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი, თუმცა ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

„ქალების პოლიტიკაში ჩართულობის მხრივ პროგრესი არის, თუმცა ეს არასაკმარისია. გაქვთ 3%-იანი ზრდა, ეს კარგია, თუმცა, მეორეს მხრივ, 143 ქვეყნიდან პოლიტიკაში ქალების მონაწილეობით საქართველო 124-ეა,“ - განაცხადა გაეროს კოორდინატორმა და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა.

 

დღის ამბები