07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
მიუნხენის თავდამსხმელი დაკავებულია

მიუნხენის თავდამსხმელი დაკავებულია. გერმანული მედიის ინფორმაციით, სროლა რკინიგზის სადგურზე 37 წლის გერმანიის მოქალაქემ მოაწყო, რომელიც პოლიციისთვის წვრილმანი დანაშაულისთვის იყო ცნობილი.

სამართალდამცველების ინფრომაციით, სროლის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ერთერთი პოლიციის ოფიცერი ქალია, რომელსაც ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ინცინდენტი უნტერფერინგის სადგურზე ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, სადგურზე რამდენიმე ადამიანს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც ერთერთმა პოლიციელ ქალს იარაღი გამოსტაცა და უმისამართო ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. მიუნხენის პოლიციის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას არ განიხილება.

დღის ამბები