07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ჯეიმს მატისის თქმით, რუსეთი არ ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამოსწორებას

პენტაგონის ხელმძღვანელის, ჯეიმს მატისის განცხადებით, რუსეთი არ ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამოსწორებას. კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მატისმა თავდაცვის უწყების 2018 წლის ბიუჯეტის მოხსენება წარადგინა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს, რომ პუტინს ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა სურს. მისი თქმით, მოსკოვმა სტრატეგიული კონკურენციის გზა აირჩია და შეერთებულმა შტატებმა ამას შესაბამისად უნდა უპასუხოს.

მატისის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მთავარი დებულებები შეათანხმა. დოკუმენტი, კიბერ შეტევების, უკრაინისა და სირიის კრიზისის გამო ახალი შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, თეთრ სახლს კონგრესის თანხმობის გარეშე უკვე არსებული სანქციების გაუქმების ნებართვასაც ართმევს. კანონპროექტზე კენჭისყრა სენატში ხვალ გაიმართება.

დღის ამბები