07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
მიწისძვრას საბერძნეთში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

საბერძნეთში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. 6.3 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები კუნძულ ლებოსისა და ხიოსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. რყევები ათენსა და თურქეთის ქალაქ იზმირშიც იგრძნობოდა.

ყველაზე მეტად სტიქიამ ლებოსის მოსახლეობა დააზარალა. პლომარისა და ვრისას დასახლებებში დანგრეულია ათობით შენობა. მაშველებმა სახლის ნანგრევებში ერთი გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. საავადმყოფოებში კი, 10 დაშავებულს მკურნალობენ.

სამაშველო სამსახურები მოსახლეობას შენობებში შესვლისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. დაიხურა სკოლები და გადაიდო გამოსაშვები გამოცდები. სტიქიის ზონაში მაშველებთან ერთად სამხედროებიც არიან მობილიზებული.

დღის ამბები