07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
"სპაიდერმენი" ბარსელონას ცათამბჯენზე - მთამსვლელმა კონსტრუქცია დაზღვევის გარეშე დალაშქრა

ფრანგმა ექსტრემალმა ბარსელონას ცათამბჯენი დალაშქრა. 55 წლის ალენ რობერტი, რომელიც სპაიდერმენის ფსევდონიმითაა ცნობილი, სასტუმრო Sky-ს შენობაზე ავიდა, რომელიც მინისა და რკინის კონსტრუქციას წარმოადგენს.

ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი რობერტსმა ყოველგვარი სამაგრებისა და დაზღვევის გარეშე დალაშქრა. სახურავზე მას პოლიცია დახვდა, თუმცა მთამსვლელი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.

ფრანგი ექსტრემალი საზოგადოებამ მსგავსი ექსტრემალური ნომრებით გაიცნო. მას მსოფლიოს გარშემო ასზე მეტი ცათამბჯენი და ნაგებობა სწორედ დაზღვევის გარეშე აქვს დალაშქრული.

ფოტო: Reuters

დღის ამბები