07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ლონდონში 24 სართულიანი შენობა იწვის - ხალხი დახმარებას ითხოვს

ამ წუთებში მსოფლიო მედიის ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მაშველები ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40-მდე სახანძარო მანქანაა მობილიზებული. სამაშველო სამსახურები შენობიდან ხალხის გამოყვანას ცდილობენ. თვითმხილველთა თქმით, ადამიანები იქ ამ დრომდე იმყოფებიან და შველას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.

ვრცელდება ინფორმაცია 15 დაშავებულის შესახებ. მაშველები შენობის ჩემონგრევის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ქუჩების სივიწროვის გამო, სახანძრო მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. მომხდარს გამოეხმაურა ლონდონის მერი და ხანძარს მასშტაბური ინციდენტი უწოდა.

დღის ამბები