07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმე სახის შეთანხმებას უარყოფს

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმე სახის შეთანხმებას უარყოფს. პროკურორი გავრცელებულ ინფორმაციას საზიზღარ ტყუილს უწოდებს.

განცხადება ჯეფ სეშენსმა, სენატის სადაზვერვო კომიტეტის ღია მოსმენაზე გააკეთა,  რომელიც რუსეთის მიერ შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის საქმეს სწავლობს.

ჯეფ სეშენსის თქმით, არასდროს არ ჰქონია რაიმე სახის საუბარი რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელთან, შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა ან არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

გენერალურმა პროკურორმა არ უარყო ინფორმაცია რუსეთის ელჩთან შეხვედრების შესახებ და განაცხადა, რომ საუბრის შინაარსი არ ახსოვს.

დღის ამბები