07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ლონდონში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - დამწვარ შენობაში ადამიანები ისევ რჩებიან

ლონდონში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ბოლო რამდენიმე საათია ცდილობენ.

თვითმხილველთა თქმით, ადამიანები შენობაში ახლაც იმყოფებიან. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარბის მანქანაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია, სამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმდინარეობს.

კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სამართალდამცველები შენობიდან გამოყვანილ ასობით ადამიანს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა დაღუპულების შესახებ.

მომხდარს გამოეხმაურა ლონდონის მერი და ხანძარს "მასშტაბური ინციდენტი" უწოდა.

დღის ამბები