07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ აშშ-ს აკისრებს

ვლადიმერ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ შეერთებულ შტატებს აკისრებს. რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ოლივერ სტოუნს ესაუბრა, რომელმაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

პუტინს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პროვოკაციის დაწყებას მხარდაჭერის გარეშე ვერ გაბედავდა.

"ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ვინმემ უბიძგა ამ პროვოკაციისკენ, ან მის ზურგს უკან იდგა, თუმცა ცხადია, რომ ის არავინ შეაჩერა" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ დასავლურმა მედიამ თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა და ეს ბრალდება მილიონობით ადამიანმა დაიჯერა.

დღის ამბები