07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი მონაცემების შესახებ ინფრომაცია ქალქის პოლიციამ გაავრცელა, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. საავადმყოფოებში 50-ზე მეტ დაშავებულს მკურნალობენ.

ხანძარს გრენფელ ტაუერში ამ დრომდე ვერ აქრობენ. ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის კერები ისევ ჩნდება, არსებობს ჩამონგრევის საფრთხეც, რის გამოც შენობასთან მიახლოვება კატეგორიულად იკრძალება.

24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 120 ბინაა განლაგებული, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და მალევე მთელს შენობაზე გავრცელდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფრომაციით, შენობას სრული რეკონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა და ერთერთი მიზეზი ხანძრის რისკი იყო.

დღის ამბები