07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ლონდონში ხანძრის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად დაკარგულებს და არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. ბოლო ინფორმაციით კი, 12 ადმიანია დაღუპული.
 
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი ისევ უცნობია, რადგან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. დამწვარ კორპუსში მცხოვრები 600 ადამიანიდან,უმრავლესობამ ღამე სპეციალურ თავშესაფრებში გაათია.
 
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. ტერეზა მეიმ ხანძრის მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების და დაზარალებულთა დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დღის ამბები