07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ვირჯინიის კონგრესმენებზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ვირჯინიის კონგრესმენებზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 66 წლის ჯეიმს ჰოდკინსონია, რომელიც სამართალდამცველების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყო. კონგრესის წევრებზე ბეისბოლოს თამაშის დროს თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაშავდა, მან პოლიციის თანამშრომლებსაც გაუხსნა ცეცხლი.

ჯეიმს ჰოდკინსონი კი, ორმხრივი სროლის დროს მიღებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ცნობით, თავდასხმის შემდეგ, მათ მუქარის შემცველი წერილებიც მიიღეს. 

დღის ამბები