07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ-ში ტრამპის მიერ მართლმსაჯულების აღსულებაში შესაძლო ხელის შეშლასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მიერ მართლმსაჯულების აღსულებაში შესაძლო ხელის შეშლასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

გამოცემის მიერ გავცელებული ინფორმაციით, პროკურორი, რობერტ მიულერი, რომელიც რუსეთის მიერ შეერთებული შტატების საარჩევნო პრეცესში ჩარევის საქმეს იძიებს, დაზვერვის მაღალჩინოსნების დაკითხვას აწარმოებს, რათა დაადგინოს ცდილობდა თუ არა პირადად დონალდ ტრამპი გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

ამ დრომდე ფედერალური საგამოძიებო ბიურო მხოლოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გარემოცვის კრემლთან შესაძლო კავშირზე ამახვილებდა ყურადღებას.

"საქმის მიმდინარეობა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ შეიცვალა," - წერს The Washington Post.

დღის ამბები