07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ესპანეთში უჩვეულო სიცხეების გამო ქვეყნის ამინდის სააგენტო სპეციალურ გაფრთხილებას ავრცელებს

ესპანეთში უჩვეულო სიცხეების გამო ქვეყნის ამინდის სააგენტო სპეციალურ გაფრთხილებას ავრცელებს. ე.წ. ნარინჯისფერი განგაში ქვეყნის რამდენიმე პროვინციას შეეხება. მადრიდში ჰაერის ტემპერატურა პლიუს 39 გრადუსია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10 გრადუსით მაღალია.

აღმოსავლეთ ანდალუზიაში კი, პლუს 41 გრადუსია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღის ამბები