07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
რობერტ მალერმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

რობერტ მალერმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სპეც პროკურორმა, რომელიც რუსულ კავშირებზე FBI-ის გამოძიებას კურირებს, უნდა დაადგინოს უშლიდა ხელს თუ არა პრეზიდენტი მართლმსაჯულებას. იგეგმება დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელ პირთა დაკითხვაც.

ინფორმაცია მალერის გადაწყვეტილების შესახებ სამმა ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა და მას პრეზიდენტის დაცვის მხარემ ამაზრზენი ფაქტი უწოდა.

პარალელურად, შეერთებული შტატების სენატმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები