07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
ლონდონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ტრაგედიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა სამართალდამცველები ჯერჯერობით, მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ სამაშველო ოპერაციის პარალელურად, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში კვამლი ამ დრომდე შეინიშნება. მაშველები ხანძრის დროს დაკარგულ ათობით ადამიანს ეძებენ. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში ხანძრის შედეგად 40-მდე დაშავებული რჩება, მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

120 ბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, ღამის პირველ საათზე გაჩნდა. თვითმხილველების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დაბალ სართულებს მოედო, შემდეგ კი, 24-ვე სართულზე სწრაფად გავრცელდა.

დღის ამბები