07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ტერაქტი სომალიში - რესტორანზე თავდასხმას 18 ადამიანი შეეწირა

სომალის დედაქალაქში ისლამური დაჯგუფება "ალ შაბაბი" რამდენიმე რესტორანს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე ინფორმაცია Financial Times ვრცელებს.

მოგადიშუში ინციდენტი გვიან ღამით დაიწყო, როდესაც ტურისტებით ხალხმრავალ რესტორნებთან ახლოს ტერორისტებმა ჯერ მანქანა ააფეთქეს და შემდეგ 10-მდე შეიარაღებულმა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა "პიცის სახლში" ცეცხლი გახსნა, რათა ხალხისთვის შენობიდან გაქცევის საშუალება არ მიეცა.

სამართალდამცველებმა კვების 10 პუნქტი გაათავისუფლეს და 2 თავდამსხმელი მოკლეს.

დაჯგუფება ალ შაბაბი ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან არის დაკავშირებული, მან ინციდენტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

დღის ამბები