07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მაშველების განცხადებით, მათ აღარ აქვთ იმედი, რომ დამწვარ შენობაში ვინმეს ცოცხალს იპოვიან. ამ დრომდე დაკარგულად კიდევ ათობით ადამიანი მიიჩნევა.

საავადმყოფოში რჩება 30-ზე მეტი დაშავებულიც, მათგან 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი კვლავ უცნობია.

დღეს ტრაგედიის ადგილი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მოინახულა. ტერეზა მეი იმ მეხანძრეებს გაესაუბრა, რომლებიც დამწვარ საცხოვრებელ კორპუსში მუშაობენ. ადგილზე ღამითვე, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ადელი. 

 

ფოტო:telegraph.co.uk

ამავე თემაზე
დღის ამბები