07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი სენატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტი სენატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რიგით 15-ე პირდაპირი ეთერის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაზე მეტყველებს.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ამ ეტაპზე უჩვეულო არაფერი ხდება და საქნციების გამკაცრებაზე უმიზეზოდ საუბრობენ. ვლადიმერ პუტინის თქმითვე, სანქციებს კარგი არაფერი მოაქვთ და დასავლეთის მიერ მათი გაუქმების შემთხვევაში, ოფიციალური მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა.

მოქალაქეების შეკითხვებს რუსეთის ლიდერი კრემლის მახლობლად მდებარე ტელესტუდიიდან პასუხობს. კითხვების უმეტესობა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს შეეხება. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ეკონომიკური კრიზისი უკვე დასრულებულია. 

დღის ამბები