09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
გიუმრიში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შინაგანი ჯარის კოლონები შეიყვანა

ავეტისიანების ოჯახის უკანასკნელი წევრის, ჩვილი ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გიუმრიში ხელისუფლება უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს. იქ ავტობუსებით უკვე შეიყვანეს შინაგანი ჯარის კოლონები. სერიოჟა ავეტისიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა სომხეთში რუსეთის საელჩომაც და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დამნაშავე დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მომხდარზე ვლადიმერ პუტინმა პირველად დააფიქსირა რეაქცია და ერთი კვირის დაგვიანებით სომხეთს ტრაგედია მიუსამძიმრა.

პუტინის პირდაპირი დავალებით სომხეთში უკვე ჩაფრინდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, რომელიც გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს. 6 თვის სერიოჟა ავეტისიანს კი გიუმრიში ხვალ დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები