07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ISIS-ის ლიდერის მკვლელობის ფაქტს აზუსტებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ISIS-ის ლიდერის მკვლელობის ფაქტს აზუსტებს. რუსი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, 28 მაისს რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ რაქაში შენობა დაბომბა, სადაც ISIS-ის სამხედრო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ამ შეხვედრას აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ესწრებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად ISIS-ის 30 მეთაური და 300-მდე მებრძოლი დაიღუპა. ალ ბაღდადის მკვლელობის შესახებ ცნობა ერთი კვირის წინ, სირიის მედიამაც გაავრცელა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ISIS-ის ლიდერი რაქაში ამერიკელების ავიაიერიშის დროს დაიღუპა.

დღის ამბები