07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
იაპონიის სანაპიროსთან შვიდ ამერიკელ სამხედროს ეძებენ

იაპონიის სანაპიროსთან შვიდ ამერიკელ სამხედროს ეძებენ. შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ამერიკული სამხედრო ხომალდისა და ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემის შეჯახების შედეგად დაიკარგნენ.

შემთხვევა იაპონიის ქალაქ იოკო სუკადან 100 კილომეტრის დაშორებით მოხდა. კატასტროფის შედეგად სამი სამხედრო დაშავდა, მათ შორის გემის კაპიტანიც. ისინი საავადმყოფოში ვერტმფრენების დახმარებით გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, შეჯახებამდე 25 წუთით ადრე ფილიპინურმა გემმა კურსი შეიცვალა, თუმცა მიზეზი უცნობია. 

 

ფოტო: CNN

დღის ამბები