07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
87 წლის ასაკში გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში დაიღუპა. 2008 წლიდან კოლი ეტლით სარგებლობდა.

ჰელმუტ კოლი გერმანიის მთავრობას 1982-1998 წლებში ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, მის უმთავრეს მიღწევად გერმანიის გაერთიანება მიიჩნევა.

ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიუსელში გლოვის ნიშნად ევროკომისიის შენობასთან დროშები დაუშვეს. 

დღის ამბები