07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
საპროტესტო აქციები ლონდონში - მომიტინგეები ხანძრის დროს დაზარალებულთათვის მეტ მხარდაჭერას ითხოვენ

ტრაგედიამ, რომელსაც ლონდონში 30 ადამიანი ემსხვერპლა, ბრიტანეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრაციები გაიმართა დაუნინგ სტრიტთან და კენსინგტონის რაიონში, სადაც ხანძრის დროს დამწვარი საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობდა.

მომიტინგეები დაზარალებული მოსახლეობისთვის უფრო მეტ მხარდაჭერას ითხოვდნენ. 60-მდე დემონსტრანტი კენსინგტონის მერიის შენობაშიც შეიჭრა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

წუხელ ლონდონში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილითაც მიაგეს პატივი. 

დღის ამბები